Cocos2d-x-ის კონფიგურაცია Mac-ზე.

1. პირველ რიგში რაც თქვენ დაგჭირდებათ არის Xcode რომელსაც გადმოწერთ AppStore-დან.

2. შემდეგ გადმოიწერთ Cocos2d-x-ს. ჩვენ ვიმუშავებთ ვერსია 3.5-ზე http://www.cocos2d-x.org/download, თუ აღნიშნულ მისამართზე 3.5 ვერსია აღარ არის, მოძებნეთ შემდეგ მისამართზე http://www.cocos2d-x.org/download/version#Cocos2d-x.

3. ამოაარქივეთ გადმოწერილი ფაილი, გახსენით Terminal-ი, შედით ამოარქივებულ ფოლდერში და გაუშვით შემდეგი ბრძანება:

python ./setup.py

4. Mac-ზე ჩვენ მხოლოდ iPhone-ზე ვიმუშავებთ ამიტომ NDK-ს მისამართის მოთხოვნას უბრალოდ Skip გაუკეთეთ. შემდეგ აკრიფეთ შემდეგი 2 ბრძანება:

source /Users/[თქვენი მომხმარებლის სახელი]/.bash_profile

python ./setup.py

5. ისევ Skip გაუკეთეთ NDK-ს მისამართის მოთხოვნას და ახალი პროექტის შესაქმნელად გაუშვით შემდეგი ბრძანება:

cocos new Tanks -p learning.pastaread.tutorialtanks -l cpp -d /Users/[თქვენი მომხმარებლის სახელი]/Documents/Projects

“Tanks” არის პროექტის სახელი;

learning.pastaread.tutorialtanks ეს არის აპლიკაციის უნიკალური იდენთიფიკატორი, რომელიც ყველა აპლიკაცის უნდა ჰქონდეს განსხვავებული, ამიტომ რეკომენდირებულია შებრუნებულად დაწერილ თქვენი საიტის მისამართს მიწერილი პროექტის სახელი. მაგ: თუ თქვენი საიტია mysite.com, მაშინ პროექტის იდენთიფიკატორად შეგიძლიათ ჩაუწეროთ: com.mysite.tanks;

/Users/[თქვენი მომხმარებლის სახელი]/Documents/Projects არის მისამართი სადაც გინდათ რომ პროექტი განთავსდეს. მიუთითეთ ნებისმიერი მისამართი.

6. პროექტის შექმნის შემდეგ შედით ახლად შექმნილ ფოლდერში, შემდეგ ამ ფოლდერში “proj.ios_mac” და გაუშვით Tanks.xcodeproj, Xcode-ს გახსნის შემდეგ დააკომპილირეთ პროექტი და ის უნდა გაიშვას თქვენს აპარატზე.

შემდეგ მისამართზე შეგიძლიათ იხილოთ დაყენების ვიდეო ინსტრუქცია: https://www.youtube.com/watch?v=qXqgSNUf9Cc

Leave a comment